როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების პასუხები და შედეგები? – „ნაეკის“ პასუხი
15-07-2019

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასული აპლიკანტების შედეგების გამოქვეყნება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სექტემბრიდან დაიწყება.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს პროფესიული უნარების ტესტებით დაიწყო და 24 ივლისს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით დასრულდება.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების უმრავლესობას აინტერესებს როდის გამოქვეყნდება როგორც ტესტების პასუხები ისე მათი შედეგები, შესაბამისად, აღნიშნული კითხვით ჩვენ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.

„ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად, ხოლო უშუალოდ აპლიკანტთა შედეგების გამოქვეყნება სექტემბრიდან დაიწყება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ ასევე: 2019 წლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნების გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

2019 წლის მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203