„არ იყო რთული, ისტორიულზე ვაბარებ და არ გამჭირვებია“​ - აბიტურიენტები ისტორიის პირველი სესიის გამოცდას აფასებენ
15-07-2019

დღეს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებში ისტორიის საგანს ორ სესიად აბარებენ. როგორც პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილმა -სთან საუბრისას აცხადებენ, ტესტები რთული არ ყოფილა, განსაკუთრებით მარტივი კი აბიტურიენტების შეფასებით რუკის ანალიზი იყო.

„არ იყო რთული, ისტორიულზე ვაბარებ და არ გამჭირვებია. ტექსტი ლიპარიტ ბაღვაშის ღალატზე და მეფესთან დაპირისპირებაზე იყო, ასევე კარიკატურა იყო ბოსტონის ჩაის სმაზე, სავარაუდოდ, რადგან სხვასთან ვერაფერთან დავაკავშირე. ასევე ქრონოლოგიები იყო ცივ ომთან დაკავშირებით, შემოსახაზები იყო საკმაოდ მარტივი: ცივი ომი, საბჭოთა კავშირის პერიოდი, ანტიკური ეპოქა, რომი, მეორე მსოფლიო ომი, პირველი მსოფლიო ომი, თითქმის, ყველა საკითხი იყო“, - განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„გამოცდა მერთულა, რადგან გადამეორებული არ მქონდა რაღაცები. ტექსტის ანალიზი იყო ბაგრატ მეოთხესთან დაკავშირებით ლიპარიტისა და მეფეს შორის კამათზე. კითხვები იყო ამ ტექსტზე, ვინ იყო მეფე ამ პერიოდში, რაზე იყო კამათი. ილუსტრაციებზე იყო კიდევ კითხვები, რუკის ანალიზზეც იყო“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

„ილუსტრაციები მომეწონა, არც გრაფიკული თვალსაზრისით იყო პრობლემა, კარგად ჩანდა, ერთ-ერთი ილუსტრაცია ინგლისის თემატიკაზე იყო, ტექსტის გააზრებაც უმარტივესი იყო, ქრონოლოგიური თვალსაზრისითაც მარტივი იყო. რუკაც იმდენად იოლი მომეჩვენა, რომ არ ველოდი“, - განაცხადა აპლიკანტმა.

„ბოსტონის ჩაის სმაზე იყო ილუსტრაცია, მეორე იყო ტალონი, და მოცემული იყო ციფრები და ფასები. ბოსტონის ჩაის სმაზე კითხვები იყო აშშ-სთან დაკავშირებით. რუკაზე ასევე მარკო პოლო იყო ასახული და კითხვები იყო ჩინგის ყაენზე. საერთო ჯამში, რთული არ იყო“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 97%- ზე მეტი აპლიკანტი გამოცხადდა.

ასევე იხილეთ:
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიას 12 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203