ვანო ხუხუნაიშვილი - თერჯოლის მე-2 სკოლის კურსდამთავრებული, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი
30-01-2017

27 იანვარი ქართული ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ვანო ხუხუნაიშვილის გარდაცვალების დღეა. 

ამასთან დაკავშირებით, თერჯოლის მე-2 სკოლაში უფროსკლასელებისთვის ჩატარდა ლექცია, რომელიც ეროვნულ მოძრაობას და მასში, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ვანო ხუხუნაიშვილის, უდიდეს წვლილს შეეხებოდა. 

სკოლაში მოსწავლეებს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ვანო ხუხუნაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

ამავე სკოლის პედაგოგებმა ყვავილებით შეამკეს ვანო ხუხუნაიშვილის საფლავი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203