რატომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
30-01-2017

რატომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა?

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ფაკულტეტები ძირითადად ორ დიდ ჯგუფად იყოფა -  STEM და Liberal Arts-ის მიმართულებებად.

STEM - (Science, Technology, Engineering and Math). 

მსოფლიოში აქტუალური და პოპულარული ტერმინი „STEM“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას მოიცავს.

Liberal Arts - თავისუფალი მეცნიერებების სწავლების მიზანია, მოსწავლეს მისცეს ფართო განათლება და ცოდნა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ.

სკოლის კურსდამთავრებულები ღირსეულად აბარებენ ორივე მიმართულებით. ამაში მათ, უპირველეს ყოვლისა, ეხმარება საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობა. სკოლა არის მოსწავლეთა სამი საერთაშორისო კონფერენციისა და ოლიმპიადის წევრი. ესენია - Intel ISEF, ICYS და IJSO.

Intel ISEF (საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენა) მსოფლიოში მოსწავლეთა უდიდესი კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ამერიკის სხვადასხვა შტატში. მასში დაახლოებით 100 ქვეყნის 2000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. კონფერენცია მოიცავს ყველა სასკოლო საგანს.

ICYS - ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში 37 ქვეყანაა გაწევრიანებული. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა დაარსების დღიდან მისი წევრია.

IJSO - ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა არის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ერთობლივი ოლიმპიადა. მასში 60 ქვეყანა მონაწილეობს. იგი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მისი სპონსორია Microsoft. 

სამივე კონკურსში სკოლა საქართველოს ნაკრების სახელით გამოდის და ყოველწლიურად 30 მოსწავლის გაყვანა შეუძლია. საქართველოს არცერთ სხვა სკოლას არ აქვს მსგავსი შესაძლებლობები.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ასევე არის წევრი ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mu Alpha Theta-ს, რომლის მათემატიკურ ოლიმპიადებში გამარჯვება ეხმარება მოსწავლეს აშშ-ის უნივერსიტეტებში გრანტის აღებაში.

პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობები წამყვან უნივერსიტეტებთან და აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა არის გარანტია იმისა, რომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის აბიტურიენტები დაფინანსებას მოიპოვებენ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. პარტნიორი უნივერსიტეტებიდან გამოყოფენ: 

STEM-ის მიმართულებით 

• Tartu Technology University (ესტონეთი)

• San Diego State University (აშშ-საქართველო)

Liberal Arts-ის მიმართულებით

• LCC International University (ლიტვა)

• Tallin University (ესტონეთი)

მხოლოდ შარშან ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა მოიპოვეს 100%-იანი და 50%-იანი გრანტები ტარტუს, სან დიეგოსა და ლიტვის უნივერსიტეტებში.

გერმანული ენის დანერგვის შემდეგ, სკოლა აქტიურად ჩაერთო პროგრამაში „Studienbrücke Deutschland“, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე განაგრძონ სწავლა გერმანიის უნივერსიტეტებში როგორც STEM-ის, ასევე Liberal Arts-ის მიმართულებით.

სკოლაში IV კლასიდან ინგლისურ ენასა და მათემატიკაში მოქმედებს საშაბათო სკოლები, ხოლო IX კლასიდან ყალიბდება STEM-ის და Liberal Arts-ის ჯგუფები. სკოლაში მოსწავლეები ყოველ შაბათს ინტენსიურად ემზადებიან საერთაშორისო დონის შესაბამისად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203