მარელისის სკოლის დარბაზში მოცეკვავეებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს
25-01-2017

მარელისის სკოლაში ქართული ფოლკლორის ზეიმი გაიმართა. 

ცეკვის ანსამბლი, რომელიც სკოლას ხარაგაულიდან ესტუმრა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

დამსწრეების თქმით, მოცეკვავეებმა დარბაზში ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.

სკოლის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ამაყობენ, რომ ამ ღონისძიებაში სადგურ მარელისის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეებმა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები ბრწყინვალედ შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203