ასპინძის სკოლის ისტორიაში პირველად ''ეტალონი'' ელექტრონული ფორმატით ჩატარდა
25-01-2017

ასპინძის სკოლაში ,,ეტალონის” შიდასასკოლო ღონისძიება გაიმართა.

მასში სკოლის 40-მდე უფროსკლასელი მონაწილებდა. პირველად სკოლის ისტორიაში კონკურსი ელექტრონული ფორმატით ჩატარდა, უზრუნველყოფილი იყო სპეციალური პროგრამული მხარდაჭერა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინფორმაციული მენეჯერი ლალი ალელიშვილი და პედაგოგი მაია სუარიძე. უძლიერესის გამოსავლენად ჩატარდა შესარჩევი ტური, საიდანაც 12 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე შეირჩა.

ფინალი სამ ტურად გაიმართა. III ტურში გადავიდნენ X კლასის მოსწავლეები: თამარ ბერიძე, ლუკა რიჟამაძე და მარიამ ივანიძე. 

ასპინძის სკოლის „ეტალონი“ მოსწავლე მარიამ ივანიძე გახდა.

კონკურსის მსვლელობას აკვირდებოდა სკოლის დირექტორი კლარა ზედგინიძე და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ წითლანაძე. 

გამარჯვებულს ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ორტომეული გადაეცა.

როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი ფორმატის კონკურსებში მოსწავლეები სიამოვნებით მონაწილეობენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203