„ყველას შეუძლია, საუკეთესო მოსწავლე გახდეს“ - ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი გამოცდილებას გვიზიარებს
29-08-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, საკუთარ მოსაზრებებს ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი  მაია ოზბეთელაშვილი გაგვიზიარებს:

სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა ახდენდეს საკუთარი თავის სრულ რეალიზებას.

საუკეთესო მოსწავლე ყველას შეუძლია გახდეს, თუ მოინდომებენ და სკოლაში არსებულ რესურსს სწორად გამოიყენებენ. 

პედაგოგი ფასობს გადმოცემის უნარითა და მოსწავლეთათვის საკუთარი ცოდნის ეფექტური გაზიარებით.

დირექტორი უნდა იყოს სასწავლო პროცესის საუკეთესო ხელშემწყობი.

განათლება არის შესაძლებლობა, რომ ცხოვრება წარმატებით დაგეგმო. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203