„სკოლა არის ადგილი, სადაც ყველაზე კეთილშობილური, მომავლის საქმე კეთდება“ - ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი
01-08-2018
Etaloni.ge-ს ბლიცინტერვიუს კითხვებს ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზა ტყეშელაშვილი პასუხობს.

5 წინადადების შესავალი დირექტორმა თავისი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულოს.

სკოლა არის ადგილი, სადაც ყველაზე კეთილშობილური, მომავლის საქმე კეთდება.

საუკეთესო მოსწავლე არის არამხოლოდ სწავლით გამორჩეული, არამედ კეთილშობილი და მიზანსწრაფული პიროვნება.

პედაგოგი ფასობს შედეგიანი მუშაობითა და მოსწავლეების მიღწევებით.

დირექტორი უნდა იყოს საუკეთესო მენეჯერი, უყვარდეს ბავშვები და საქმე, რომელსაც ემსახურება.

განათლება არის გზა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203