„პედაგოგი ფასობს მოსწავლეთა მიღწევებითა და მუდმივად თვითგანვითარებაზე ზრუნვით“ - ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი
01-08-2018
Etaloni.ge ბლიცინტერვიუს კითხვებს ამჯერად ზედა ვანის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი ლია ნოზაძე პასუხობს. 

5 წინადადების შესავალი დირექტორმა თავისი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულოს.

სკოლა არის ადგილი, სადაც ხდება მოსწავლის პიროვნული განვითარება, აკადემიური ცოდნის მიღება და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საუკეთესო მოსწავლე არის სწავლაში წარჩინებული, აქტიური და მიზანსწრაფული ახალგაზრდა, რომელიც პატივს სცემს განსხვავებულ შეხედულებებს და არგუმენტირებულად იცავს საკუთარ აზრებს. 

პედაგოგი ფასობს მოსწავლეთა მიღწევებითა და მუდმივად თვითგანვითარებაზე ზრუნვით.

დირექტორი უნდა იყოს ყოვლისშემძლე და მცოდნე. აუცილებელია, ითვალისწინებდეს მოსწავლეთა და პედაგოგთა შეხედულებებს და მუდმივად სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის იღწვოდეს.

განათლება არის
გზა, რომლითაც პიროვნებამ საკუთარი თავი და მისწრაფებები უნდა აღმოაჩინოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203