„განათლება არის ის, რითაც ადამიანი ფასობს“ - ალექსეევკის საჯარო სკოლის დირექტორი
01-08-2018
Etaloni.ge სკოლის დირექტორებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

გავიგოთ, როგორ აფასებენ სკოლის განუყოფელ წევრებსა და ღირებულებებს წარმატებული მენეჯერები.

ჩვენი რესპონდენტი ალექსეევკის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი თამარ მარგველანია.

სკოლა არის ადგილი, სადაც ვიღებთ განათლებას და ვიძენთ მეგობრებს. 

საუკეთესო მოსწავლე არის პაუხისმგებლობიანი, აქტიური და თავდაჯერებული ახალგაზრდა.

პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმით, მოსწავლეების შედეგებით და რაც მთავარია, ღირსებითა და ადამიანობით. 

დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, კარგი მენეჯერი და მეგობრული პიროვნება, უნდა ისმენდეს და ითვალისწინებდეს მოსწავლეებისა და პედაგოგების აზრს.

განათლება არის ის, რითაც ადამიანი ფასობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203