„ადგილი, სადაც მოსწავლე განათლების გზით ცხოვრებას სწავლობს“- ბლიცინტერვიუ მუქედის საჯარო სკოლის დირექტორთან
01-08-2018
Etaloni.ge სკოლის დირექტორებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.


5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

ერთად გავიგოთ, როგორ აფასებენ სასკოლო ცხოვრების საკვანძო ფიგურებსა და ღირებულებებს წარმატებული მენეჯერები.

ჩვენი პირველი რესპონდენტი მუქედის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი აკაკი კორძაძეა.

სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე განათლების გზით ცხოვრებას სწავლობს.

საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ თითოეულ საგანს წარმატებით სწავლობს, ამასთან, აქტივობითა და ცოდნით თავად არის საგაკვეთილო პროცესის წარმმართველი.

პედაგოგი ფასობს მოსწავლეების შედეგებით. მაგალითად, ჩვენთან საატესტატო გამოცდებზე არცერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა, ეს ფაქტი მასწავლებლების ეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს.

დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან სამართლიან მიდგომებს უნდა იყენებდეს და მათში ავტორიტეტით სარგებლობდეს.

განათლება არის პრიორიტეტი, რომელიც 21-ე საუკუნის გარდაუვალი აუცილებლობაა. მხოლოდ მცოდნე ახალგაზრდობას შეუძლია სამშობლოს მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203