„ჩვენ ვზრუნავთ გარემოს სისუფთავეზე!“ -  ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოაქტივობა
08-05-2024

„ჩვენ ვზრუნავთ გარემოს სისუფთავეზე!“ - აღნიშნავენ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

ახლახან, მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამოქალაქო განათლების პედაგოგი მინდია ბალაძე მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და შესაბამისი ღონისძიება ჩაატარა.

მოსწავლეები ეკოაქტივობაში ხალისით ჩაერთნენ. გარემოს დასუფთავებაში ყველამ შეიტანა თავისი წვლილი. 

სკოლაში მოსწავლეთა შემართება და მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203