„ამაყი, ბედნიერი და გახარებული ვარ თქვენით“ - ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს
08-05-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია მოსწავლეთა წარმატება ლიტერატურულ კონკურსში. 

მოსწავლეებმა კონკურსში - „იქნებ ვაზია სამშობლო“ გაიმარჯვეს. მათი მოთხრობები ამავე სახელწოდების წიგნში დაიბეჭდება.

მოსწავლეთა წარმატება განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა პედაგოგ ნანა შარაძისთვის, რომელიც მოსწავლეთა განათლებაში დიდი შრომას სდებს. 

„გილოცავთ, ჩემო მზე ბავშვებო! იცით, როდისაა ყველაზე მეტად გახარებული მასწავლებელი? იცით, როდის დაატარებს გულით სიხარულსა და სიამაყეს? როდის უნდა, რომ ყველამ გაიგოს და გაიზიაროს მისი სიხარული??? როცა ცოდნის ნაყოფს საკუთარ მოსწავლეებში ხედავს და მოიმკის. როცა უკან მოხედვის, მოსწავლეების თვალებში ჩახედვის არ ეშინია. ...აი, ასეთი ამაყი, ბედნიერი და გახარებული ვარ თქვენით, რადგან კიდევ ერთხელ თქვით თქვენი სათქმელი, დაამტკიცეთ,რომ ჩემს შრომას თქვენში საკმაოდ ღრმად გაუდგამს ფესვები...მადლობა ამ სიხარულის მონიჭებისთვის, დალოცვილი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენი ყოველი დღე! გწამდეთ, რომ ბევრი თქვენი თანატოლებისათვის მოტივაცია ხართ!“,- დიდი სიყვარულით ულოცავს პედაგოგი მოსწავლეებს წარმატებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203