ისტორიული ფოტოები ახალსოფლის საჯარო სკოლის ცხოვრებიდან - დირექტორი ტარიელ მიქელაძე მნიშვნელოვან მოვლენას იხსენებს 
08-05-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მატიანე არაერთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ მოვლენას ინახავს. 

მათ შორის „ეტალონის“ავტორისა და წამყვანის - გოჩა ტყეშელაშვილის ვიზიტია, ის სკოლას შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი - ტარიელ მიქელაძე „ეტალონის“ პროექტების აქტიური მხარდამჭერია. ამჯერად, მან სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ფოტოები გაგვიზიარა და გოჩა ტყეშელაშვილის ვიზიტი გაიხსენა. 

სკოლის ისტორიაში ამ დღეს მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავას, ამას ტარიელ მიქელაძის პოსტი მეტყველებს. ის ფოტოებს ისტორიულს უწოდებს და სასკოლო საზოგადოებას უზიარებს. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტისას გოჩა ტყეშელაშვილმა 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლების „ხელვაჩაურის ეტალონ მოსწავლეებს“, გოგიტა და რუსუდან ბარამიძეებს (გოგიტა და რუსუდანი და-ძმები არიან) გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის, ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

მაშინ ახალსოფლის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203