ფაჩხის საჯარო სკოლაში კულინარიული შეჯიბრი გაიმართა
07-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად სახალისოა, რადგან პედაგოგები მათ სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, ფაჩხის საჯარო სკოლის III-IV კლასში ჩატარდა კულინარიული კონკურსი „მასტერშეფი“.

მოსწავლეები გაიყვნენ ორ გუნდად, მათ მოამზადეს როგორც ქართული ტრადიციული, ისე უცხოური კერძები. ორივე გუნდმა ჟიურისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მათ გადაეცათ „ოქროს ვარსკვლავი“.

კულინარიულ შეჯიბრს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნატო აბაშიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203