„დედამიწა ჩვენი სახლია“ - გარემოს დაცვის მხარდამჭერ​ი პროექტი ძმაგულის საჯარო სკოლაში 
07-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ხულოს ძმაგულის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“. პროექტს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ზოია მახარაძე, მის განხორციელებაში კი ჩართული იყო სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი გლობალურ პრობლემას წარმოადგენს ეკოლოგია. გარემოს დაცვა ამცირებს გლობალური დათბობის რისკს, მწვანე საფარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლის რაოდენობის შენარჩუნებაში.

პროექტი მოიცავდა მრავალფეროვან გარემოს დაცვის მხარდამჭერ აქტივობებს და მოსწავლეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ იყო მიმართული, რათა აქტიურად იზრუნონ გარემოზე და მოუფრთხილდნენ ბუნებას. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203