წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
07-05-2024

ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ. 

ახალხან, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა მოსწავლეთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“, რომელშიც წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მაკა დავითაძე და ანანო შაინიძე ხელმძღვანელებთან ჯანგულ შაინიძესთან და თენგიზ შაინიძესთან ერთად მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებისთვის კონფერენცია მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ სამომავლოდ უდიდესი გამოცდილება მიიღეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს და მის ხელმძღვანელს ემზარ მაკარაძეს.

იხილეთ ფოტოები:
















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203