კორტოხის საჯარო სკოლაში საინტერესო ლაბორატორიული ცდები ჩატარდა 
07-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს საინტერესო ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული დავალებებით სწავლობენ, რაც მათ სასწავლო მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ახლახან, კორტოხის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობითა და მეთერთმეტე კლასის მოსწავლის კიურის ლაბორატორიის მეცნიერების ელჩის - სალომე პაქსაძის ჩართულობით ჩატარდა ლაბორატორიული ცდები.

მოსწავლეებისთვის ცდები მეტად საინტერესო, შემეცნებითი, ამასთან სახალისო აღმოჩნდა და მათი დიდი ინტერესი გამოიწვია. 

სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს სალომე პაქსაძეს შემდგომ ეტაპებზე.

იხილეთ ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203