დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ხატვის კონკურსის I ტური გაიმართა
07-05-2024
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენასა და განვითარებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში ხატვის კონკურსის I ტური გაიმართა. მისი თემები იყო - კოსმოსი, საჩუქარი დედას, გაზაფხული, ჩემი საუკეთესო ეპიზოდი საყვარელ მოთხრობიდან. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნახატები დახატეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
 
პირველ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები არიან: ლიზი დეკანაძე - მე-9 კლასი; ელენე ართმელაძე - მე-9 კლასი; მარიამ დავითაძე - მე-8 კლასი; ალბინა ბოლქვაძე - მე-7 კლასი და ლიზი შანთაძე მე-8 კლასი.

კონკურსის II ტური ქალაქ ბათუმში გაიმართა.

„გილოცავთ, ბავშვებო, გისურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203