„ერთად გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“- დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება
07-05-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა გაიმართა, რომელსაც მოწოდება - „ერთად გადავარჩინოთ ჩვენი პლნეტა“ გასდევდა. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესო ნამუშვევრები მოამზადეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203