„აბა გამოიცანი“ - ტყიბულის N6 სკოლის მე-3 კლასელთა საინტერესო ვიქტორინა 
07-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებაზე, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. 

2 მაისს, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის III კლასში (კლასის ხელმძღვანელი - მარიტა ბრეგაძე) მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა. გაიმართა ვიქტორინა - „აბა გამოიცანი“, რომელიც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

ბავშვები სამ გუნდად იყვნენ დაყოფილნი და წერილობით უპასუხეს ზოგად კითხვებს.

„აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდა დაწყებითი კლასების კათედრა, ქალბატონი ფატიმა რობაქიძე, რომელმაც შეაფასა თითოეული ჯგუფის მოსწავლე და წარმატებები უსურვა მათ“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს კვლავ არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ შემეცნებით ღონისძიებას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203