დიდი ჭყონის N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები გაყოფას სამაგიდო თამაშის დახმარებით სწავლობენ
07-05-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცეს საინტერესო აქტივობებით ამრავალფეროვნებენ, რაც მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაციის წყაროა.

ერთ-ერთი ასეთი მენტორი მასწავლებელი მზევინარ ჩუბინიძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც მე-4 კლასში სხვადასხვა აქტივობითა და რესურსით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამრავლება თამაშით უკვე ისწავლეს. ამჯერად კი, სამაგიდო თამაში - „მათემატიკური დომინო“ მათ გაყოფის გამტკიცებაში დაეხმარებათ. 

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203