დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს საინტერესო ღონისძიებით გაეცნენ
07-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

მათ შორის, დიდი ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერებასაც. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის თემაც უსაფრთხო ინტერნეტი იყო. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში, პედაგოგ ანჟელიკა აივაზიანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ საკითხზე ამომწურავად ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ბოლოს კი, სასკოლო საზოგადოებას ბროშურებიც დაურიგეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203