ქართული ხელნაწერების გამოფენა და საინტერესო პრეზენტაცია ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში
02-05-2024

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და ცხადია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც სკოლაში საზეიმოდ აღინიშნება. 

ცხადია გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, რომელსაც შთამბეჭდავი კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის  ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თეა ქობულაძის ინიციატივით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებისათვის მოაწყვეს უძველესი  ქართული ხელნაწერების გამოფენა და პრეზენტაცია.

დღე შემეცნებითი დასამახსოვრებელი და დადებითი ემოციებით დატვირთული იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203