გურძემის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
02-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საგანამანთლებლო ინიციატივაში ერთვებიან  და თავიანთ ცოდნას წარმოაჩენენ.

ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, მონაწილეობდნენ, სადაც კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავიანთი უნარები. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება და მათი მხარდაჭერა, შეძლონ კონკურენტულ გარემოში თავიანთი უნარების წარმოჩენა. 

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და საინტერესო წამოწყებებსაც ინტერესით უერთდებიან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203