ბერშუეთის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
02-05-2024

ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო  სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

ამ დღის მასშტაბურ აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა  ბერშუეთის საჯარო სკოლაში არსებული წიგნის კითხვის კლუბი.

კლუბის წევრებმა თანატოლებს არაერთი საინტერესო ამბავი უამბეს ბავშვთა მწერლების ცხოვრებიდან, ესაუბრნენ წიგნის გმირებზე, რომლებიც მეგზურობას უწევენ, ემეგობრებიან და მათთან ერთად, უფრო კეთილები, ტოლერანტულები და მეგობრულები ხდებიან.

ცნობისთვის, ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203