„სწორად არჩეული პროფესია ნათელი მომავალია“ - შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეწარმეო საქმიანობას გაეცნენ 
02-05-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიის არჩვანში ეხმარებიან, ზრუნავენ მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე და მათ ინფორმირებულობაზე - იცნობდნენ პროფესიებს, რათა არჩევანი გააზრებულად გააკეთონ. 

ამის ნათელი მაგალითია, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეების პროექტი - „სწორად არჩეული პროფესია ნათელი მომავალია“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები, პროექტის მიმდინარეობის პროცესში თანამშრომლობის და კომუნიკაბელურობის უნარების გასაუმჯობესებლად დაუკავშირდნენ პატარა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ერთობლივი გადაწყვეტილებით სტუმრად იმყოფებოდნენ შპს „კორიდაში“.

მოსწავლეებს ადგილზე გიდობა გაუწია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გოდერძი კაცაძემ და საამქროს უფროსმა ჯილდა აშორტიამ.

მოსწავლეებისთვის საწარმოს საქმიანობის გაცნობა საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩდა, მათ დაათვალიერეს წარმოების პროცესი, ნახეს სხვადასხვა ტექნოლოგიები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საამქროს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა პროფესიებსა და პროფესიონალიზმზე, რაც დღევანდელ გამოწვევებს ნამდვილად სჭირდება. მოსწავლეებმა ნანახი დაუკავშირეს ნასწავლ თემებს, რომელიც მოქალაქეობასა და მეწარმეობაში გაიარეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობას უწევდა სამოქალაქოს მასწავლებელი მედეა გათენაძე, აგრეთვე პროექტში ჩართული იყო პატარა ფოთის საჯარო სკოლის სამოქალაქოს მასწავლებელი ნანა ბიგვავა და შავღელეს საჯარო სკოლის მეწარმეობის მასწავლებელი ხათუნა ქამადაძე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203