არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდნენ
02-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონდომებით ჩაერთნენ. 

მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა - მონიკა უნანიანმა, რუზანნა ჩაჩოიანმა და ანაჰიტ ბურნუსუზიანმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სიგელით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მერის მოადგილე - მკრტიჩ მღდესიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა - თერეზა ჩივჩიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ედუარდ აღასარიანმა, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა - ოლგა მელიქიძემ.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს, კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის, წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203