განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქიმიური ცდები ჩაატარეს 
30-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

მოსწავლეებს მასწავლებლები საინტერესო, შემოქმედებით და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გაკვეთილებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ცდები ჩაატარეს, რომელთა თემაც შაქრის კარბონიზაცია და წითელი კომბოსტოსგან ინდიკატორის მომზადება იყო, რათა ხსნარის PH მისი საშულებით გაერკვიათ. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ცდები ხალისით შეასრულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. ისინი სხვადასხვა საკითხს სწორედ მსგავსი საინტერესო აქტივობით ითვისებენ. 

იხილეთ ვიდეოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203