ბათუმის N4 და N25 საჯარო სკოლების მოსწავლეები, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო მწერალს შეხვდნენ
29-04-2024
ბათუმის N4 და N25 საჯარო სკოლების ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას აქტიურად უერთდებიან.

ამჯერად, მოსწავლეები, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო მწერალს - ნანული ყურშუბაძე-გვარიშვილს შეხვდნენ.

მათ მწერალი წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საჩუქრად გადასცა ზღაპრების წიგნი, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეს გაიმართა. გარდა ამისა, ლიტერატურული კლუბის - „მე მიყვარს კითხვა“ წევრებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203