გლობალური მოქმედების დღეები წყალტუბოს N1 სკოლაში
30-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრები თვითმმართველობის გუნდთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში „გლობალური მოქმედების დღეები“, რომელიც გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბავშვები აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს მონდომებით მართავენ.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა სკოლის შიდა სივრცის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. მოსწავლეებმა სხვადასხვა კლასებიდან შეაგროვეს უსარგებლო ქაღალდი, პლასმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და შესაბამის ადგილებზე განათავსეს. ასევე დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

გლობალური მოქმედების დღეები 22 აპრილს დაიწყო 3 მაისამდე გრძელდება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ეკოკლუბის და თვითმმართველობის გუნდის პროექტში - „გლობალური მოქმედების დღეები“ ჩართვის მიზანია დადებითი ზეგავლენის მოხდენა და კლიმატის პრობლემებზე მუშაობა, სხვების მოტივირება და პროცესში ჩართვა, რათა იმოქმედონ კლიმატის სასარგებლოდ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203