ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიზნესფორუმზე საინტერესო პროექტით წარდგნენ
29-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობენ, ამჯერად მოსწავლეები  სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარდგნენ და საზოგადოებას თავიანთი იდეა გააცნეს. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი-2024-ზე, სკოლამ წარადგინა პროექტი - „ჩავიხედოთ მოლეკულების სამყაროში“, რომლის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით.

აღსანიშნავია, რომ პირველად ფორუმზე პრეზენტაცია წარადგინეს მოსწავლეებმა - თამარ ჯინჭარაძემ, თეკლა კეშელავამ და მარი გობაძემ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს აღნიშნული პროექტი, რამდენიმე კერძო სექტორის წარმომადგენელი დაინტერესდა პროექტით და მიიღეს დაპირება სამომავლოდ თანამშრომლობისთვის. 

ქვენობნის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენლებს და ბიზნესსექტორს, რომელმაც მისცა შესაძლებლობა იდეები ფართო საზოგადოებისათვის გაეზიარებინა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203