„ვეცნობით ქართველ მხატვრებს“ - საინტერესო პროექტი ყვარლის N2 საჯარო სკოლაში
29-04-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო, მათ სურვილებს მორგებული ინიციატივების შეთავაზებას. 

სწორედ ამის დასტურია სასკოლო პროექტი - „ვეცნობით ქართველ მხატვრებს“, რომლის მიზანია ქართველი მხატვრების გაცნობა, შესწავლა და პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი: მე-5, მე-6ა,ბ, მე-9ა,ბ და მე-10ა,ბ კლასების მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გასული საუკუნისა და თანამედროვე მხატვართა ბიოგრაფიებსა და შემოქმედებას. უყურეს ბიოგრაფიულ - დოკუმენტურ ფილმებს. ასევე შექმნეს ნახატი, რომელიც შთაგონებული იყო ქართველი მხატვრების ნამუშევრებით. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართველ მხატვრებზე მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები.

მე-5 კლასი, დამრიგებელთან, ირინა დათუკიშვილთან ერთად, ეწვია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, სადაც მოსწავლეებმა ფერწერული ტილოების აღწერა ანალიზისთვის გამოიყენეს ხელოვნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.

მე-10 და მე-10 კლასი კი გაეცნო ყვარელში მცხოვრებ თანამედროვე მხატვრებს. თვითნასწავლი მხატვარი თამარ ჯავარაშვილისა და მხატვარ ბეჟან კობიაშვილის შემოქმედებას, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახელოსნოში წარმოდგენილი ნამუშევრები, ისაუბრეს ხელოვნებაზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელოვნების მასწავლებელი ანა ანდრიაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ვოდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203