„ერთად ვიმღეროთ ქართული სიმღერა“- ვანზომლეთის საჯარო სკოლაში მუსიკალური კონკურსი გაიმართა
26-04-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მამოტივირებელი და მათ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში კონკურსი - „ერთად ვიმღეროთ ქართული სიმღერა“ ჩატარდა, რომლის მიზანიც ქართული სიმღერების პოპულარიზაცია იყო. მისი ორგანიზარორებინ ნაზიბროლა კვაჭანტირაძე და თამილა თოხაძე იყვნენ. 

მოსწავლეები კონკურსის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი, ერთად მუშაობის პერიოდში, ქართველ კომპოზიტორებს, მომღერლებსა და კინოფილმებიდან სიმღერებს გაეცნენ. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„დღევანდელი თაობა ნაკლებად არის დაინტერესებული ქართული სიმღერით, ამიტომ კონკურსის მიზანი იყო  ქართული სიმღერების პოპულარიზაცია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203