ალერტკარის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
26-04-2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედაენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც V-VI კლასის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ. მათ სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს. 

მოსწავლებმა სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და ბიოგრაფიაზეც ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურს. 

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლიანა საჯაიას ჩართულობითა და თინაზი ლაგვილავას მუსიკალური ხელმძღვანელობით, განხორციელდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203