„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“-  ემოციური ღონისძიება თხინვალის საჯარო სკოლაში
26-04-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ახლახან, მე-7 კლასის ხელმძღვანელმა - ლანა ბაღიშვილმა თავის სადამრიგებლო კლასში ლამაზი და ემოციებით დატვირთული ღონისძიება - „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ ჩაატარა.

ღონისძიების მთავარი საკითხი ემიგრანტი მშობლებისა და შვილების უსაზღვრო მონატრება და სიყვარული იყო. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო. მათ საკითხზე ისაუბრეს, ემოციები გამოახატეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„აღსანიშნავია, რომ ლანა მასწავლებლის შვილიც ემიგრაციაში იმყოფება და ორი ანგელოზი შვილის მონატრებას უმკლავდება. როგორც მერცხლები უბრუნდებიან თავის ბუდეებს, ასევე დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში ჩვენი ემიგრანტებიც. ლამაზ ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203