„დედამიწის სასამართლო პროცესი“ - თბილისის N161 სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინსპირაცია/სპექტაკლი
24-04-2024
თბილისის N161 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პროექტი „დაიცავი დედამიწა“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შექმნეს რესურსები, რომლებიც გამოიფინა სპეციალურად მოწყობილ სივრცეში.

პროექტის მონაწილეებმა, სკოლაში, ასევე წარადგინეს ამ დღისადმი მიძღვნილი ინსპირაცია/სპექტაკლი „დედამიწის სასამართლო პროცესი“. პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბობღიაშვილი გახლდათ.

ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203