ლემშვენიერას საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო ღონისძიებით დაგვირგვინდა
24-04-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

ბავშვებმა ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ქართულ ენას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. მოსწავლეებმა ასევე ქართული ენის სიდიადეს და სიმდიდრეს გაუსვეს ხაზი. 

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203