საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
24-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი სხვადასხვა კონფერენციასა და კონკურსში ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორის იყო მასწავლებელთა კონფერენცია „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“.

კონფერენცია 21 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და სულაკაურის გამომცემლობის ეგიდით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლიკა დევნოზაშვილი, რომელიც საუკეთესო მოხსენების წარდგენისთვის დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით.

„ძალიან გვახარებს ჩვენი პედაგოგის წარმატება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203