ნიჯგორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობებით აღინიშნა
24-04-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. 

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა, ასევე იმღერეს, იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203