ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
24-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1915 წლის 24 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და ამ დღესთან დაკავშირებით, მერვე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ვარდითერ იუზბაშიანთან ერთად, სოფელის ეკლესიის ეზოში ღონისძიება გამართეს

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ეს ღონისძიება ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ გენოციდი მოიცავდა ოსმალთა იმპერიის მიერ მილიონზე მეტი სომეხის დახოცვას.

მოსწავლეებმა ისიც აღნიშნეს, რომ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარეს და დაგმეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ ვენესუელამ, კანადამ, ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203