„გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მწვანე დედამიწას“-გარემოსდაცვითი ინიციატივა მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში
24-04-2024

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში „მდგრადი განვითარების მიზნების“, კლუბი აქტიურ საქმიანობას ეწევა.

აღსანიშნავია, რომ კლუბი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ისეთ გარემოსდაცვით ღონისძიებებს, როგორიცაა: ნარჩენების სეპარირება, სუფთა ენერგიის გამოყენება, ნერგების დარგვა და სხვ.

ამჯერად, კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა დედამიწის დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს, გარემოს დაცვითი მიმართულებებიდან მათ აირჩიეს ნერგების დარგვა, დაგეგმეს პროექტი - „გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მწვანე დედამიწას“.

მოსწავლეები შუაგულის სანერგე მეურნეობაში, ვიზიტის ორგანიზატორ, კლუბის ხელმძღვანელ ქეთევან რაზმაძესთან და მასწავლებლებთან: თეონა ბენდიანაშვილთან, ნატალია შიოლაშვილთან და ნონა ელკანიშვილთან ერთად, მიწვეული სკოლის სტატუსით იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ხალისით განახორციელეს პროექტის მიზანი - „დარგე ხე შუაგულის სანერგეში“. 

სკოლა მადლობას უხდის შუაგულის სანერგე მეურნეობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს  თანამშრომლობისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203