პტენის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია მიეძღვნა
24-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა.

მოსწავლეები აღნიშნული დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ, მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს.

ბავშვებმა აქტივობის მეშვეობით, საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. 

ეს დღე ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203