„ხელოვნების ძალა!“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი
24-04-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და გამორჩეული აქტივობა გაიმართა. 

კერძოდ, IV კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი - ე.მეტრეველი) წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. იქ მშობლიურ ენაში შემაჯამებელი გაკვეთილი - „ხელოვნების ძალა!“ ჩატარდა, დაისვა უამრავი კითხვა და ყველა მათგანს დამაკმაყოფილებელი, შთამბეჭდავი პასუხი გაეცა. 

ღონისძიების მონაწილეთა ძალისხმევით, შეხვედრამ თბილ, მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი წიგნის პრეზენტაცია გამართა.

მათი დავალება იყო, დაეწერათ ზღაპარი, სადაც ნაჩვენები იქნებოდა, თუ როგორ შეცვალა ხელოვნების ძალამ მოქმედი პირი. მოსწავლეებმა ქართული ხალხური ზღაპრის დასაწყისი და დასასრული გამოიყენეს.

მოსწავლეებმა მკითხველებს ასეთი მეგობრული რჩევა დაუტოვეს - „წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით“.

„ბოლოს კი, კლასის სახელით, საკუთარი ხელით შექმნილმა ილუსტრირებულმა წიგნებმა და ზიგმუნდ ფროიდის კრებულმა ბიბლიოთეკაში დაიდეს ბინა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203