ბაიდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
24-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

ამ მიმართულებით კი, სკოლაში არაერთი თემატური აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს. ისინი შესაბამისი ინვენტარით შეიარაღდნენ, ნარჩენები შეაგროვეს, ნაგვის პარკებში განათავსეს და გარემო მოაწესრიგეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. 

ბაიდარის საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდი კი, სხვადასხვა მიმართულებით, მათი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203