წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური კონკურსის ფინალში გადავიდა
24-04-2024
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

მათ შორის, მე-11 კლასის მოსწავლეები, ისტორიის პედაგოგის - ნატო კვარაცხელიას უშუალო ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ აქტიურად ჩაერთნენ. 

კონკურსი ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ პრინციპით ტარდება. ვიქტორინის ნახევარფინალური ტური ერთდროულად ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში და საქართველოს მასშტაბით, ნახევარფინალში ყველაზე მაღალქულიანი 40 სკოლის გუნდი გამოვლენდა, რომლებიც ფინალში გადავიდნენ. მათ შორის იყო წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი. მოსწავლეებმა ეპოქის ღრმა ცოდნა გამოავლინეს, რაც შედეგზევ აისახა და მაქსიმალური 20 ქულიდან - 18 ქულით, ფინალში გავიდნენ.

გუნდის კაპიტანი - ნინო მოსიძე, ხოლო დანარჩენი წევრები ანი გაბუნია, ნინი ლორია, ნატა კვარაცხელია და ანანო კვარაცხელია არიან.

წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს, მასწავლებელს მიღწეულ შედეგს ულოცავს და ფინალში გამარჯვებას უსურვებს.

„განსაკუთრებული მადლობა სკოლისგან ნატო კვარაცხელიას, საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203