რუსთავის N20 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
24-04-2024
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც მაღალი საზოგადობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა, რასთან დაკავშირებითაც, თემატური აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. 

გარდა ამისა, მათ ფლეშმობიც მოაწყვეს. მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203