საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა გუნდის წარმატება ინტელექტუალურ კონკურსში
24-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, მოსწავლეთა გუნდმა ეროვნული არქივის ინტელექტუალურ კონკურსში იასპარეზა წარმატებით და ფინალში გადავიდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის VIII-XI კლასის მოსწავლეებმა. ვიქტორინა გაიმართა სხვადასხვა სკოლების მიერ წარმოდგენილ გუნდებს შორის. გუნდები ხუთ-ხუთი მოთამაშისგან შედგებოდა (კაპიტნის ჩათვლით). ნახევარფინალს დაესწრო და შეაფასა ჟიურიმ, რომლის მიერ ქულების შეჯამების პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა.

ვიქტორინის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და ა.შ.) გამოვლინდნენ, პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც ფინალში ითამაშებენ.

ნახევარფინალში გამარჯვებულებს სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა - ლალი მელივამ და სამოქალაქო განათლებისა და კატეხიზმოს პედაგოგმა - გუგა ბენდელიანმა.

კონკურსი ჩატარდა „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით. საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203