პტენის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართველი და უცხოელი ხელოვანების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
24-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ცნობილ ხელოვანებზე პრეზენტაცია მოამზადეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია ააწყვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ერთი პრეზენტაცია ქართველი ხელოვანების, კერძოდ, ნიკო ფიროსმანის, ჰამლეტ გონაშვილის, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის შესახებ იყო. 

მეორე პრეზენტაციაში კი საუბარი იყო ლეონარდო და ვინჩის, ვინსენტ ვან გოგისა და ნიკო ფიროსმანის შესახებ. 

მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და ცოდნა გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები და პრეზენტაციები ბმულზე:

პრეზენტაცია 
პრეზენტაცია 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203