არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დღე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს
24-04-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

სწორედ ამიტომ, სკოლის I კლასის მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

ამ დღეს ისინი გზავნილით - „დედამიწა ჩვენი სახლია, რომელიც უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს და ყველა ვალდებულია იზრუნოს გარემოზე, რადგან მასზე ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა!“ გამოეხმაურნენ.

ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ბუნების დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა. მათ, ამისკენ სხვებსაც მოუწოდეს.

დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203